მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რომელ სექტორში განიხილავს Converge-ის დამფუძნებელი მეთ კენედი ინვესტიციის ჩადებას

61b4deea5adbd
შოთა ტყეშელაშვილი
11.12.21 21:21
623
საინვესტიციო ფონდ Converge-ის დამფუძნებელი და საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მეთ კენედი Forbes Talks-ის ფორმატში ახალი ფონდის მიზნების და მისი საინვესტიციო გეგმების შესახებ საუბრობს.

კენედის განმარტებით, Converge-ი ძირითადად ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებით არის დაინტერესებული.

“მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფედერალურ მთავრობაში დავასრულე საქმიანობა, მე დავაფუძნე კომპანია Converge-ი. ეს არის საინვესტიციო პროექტების განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ინფრასტრუქტურისა და სხვა კაპიტალტევადი ბიზნესებით არის დაინტერესებული. ჩვენ ვსაქმიანობთ როგორც აშშ-ში ასევე გლობალურადაც. კავკასიის რეგიონშიც გვაქვს ინტერესი, რომ აქაური შესაძლებლობები შევისწავლოთ.

ჩვენ გვაქვს არსებული ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით. როგორც ავღნიშნე ეს არის წყლის სისტემის, ასევე ჩამდინარე წყლების მართვის, საცხოვრებელი უძრავი ქონების და განახლებადი ენერგიების პროექტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში გავაკეთოთ ინვესტიციები იმ სფეროებში, რომლებიც ცირკულარულ ეკონომიკაზე ტრანზიციით ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ. ეს არის განახლებადი საწვავის მიმართულება და სხვა მიმართულებებიც, რომლებსაც მომდევნო 5-10 წლიან პერიოდში აქვთ განვითარების პერსპექტივა.

Converge-ი სხვა ფონდებისგან განსხვავებით აქტივების გრძელვადიანი ფლობით არის დაინტერესებული, შესაბამისად ჩვენ ვუყურებთ პროექტებს, რომლებიც ხანგრძლივ პერიოდს მოიცავენ და მსგავ პროექტებს არ ვუფრთხით.

ჯერჯერობით ჩვენ საქართველოში არაფერი კონკრეტული პროექტი არ ვაქვს, თუმცა ვსწავლობთ და გვსურს გვქონდეს პროექტები,”- ამბობს მეთ კენედი.

AGECF-ის საქმიანობის შესახებ კი კენედი ამბობს, რომ ფონდს ორი ძირითადი მიზანი აქვს, ესენია აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების ინიციატივის ადვოკატირება, მეორე მიზანი კი საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნის ხელშეწყობაა. ფონდს ექს-პრემიერი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ შედგა. მეთ კენედის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეს მიზნები შეიძლება რთული იყოს, AGECF-ის ამოცანაა, ეს მესიჯები გადაწყვეტილებების მიმღებებამდე მიიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები