საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. რეზერვების მოცულობა აგვისტოში მცირედით, 751 700 დოლარით გაიზარდა და 5.436 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ბოლო 1 წელიწადში რეზერვების მოცულობა 1,176 მლრდ დოლარით არის გაზრდილი. საერთაშორისო რეზერვებიდან 4.980 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებია. მათ შორის 3.8 მლრდ ფასიან ქაღალდებში დევს.
453,8 მლნ სავალუტო ფონდში სესხების სპეციალურ უფლებებზე მოდის.