მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გივი დავითაშვილი უხელმძღვანელებს

642c09c9e69c8
BM.GE
04.04.23 15:27
722
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე გივი დავითაშვილი დაინიშნა.

სახელმწიფო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გივი დავითაშვილი ამ პოზიციაზე სამინისტროს მიერ, კონკურსის შედეგების საფუძველზე შეირჩა.

„გივი დავითაშვილი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან ამ დრომდე, ასრულებდა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას, ხოლო 2019 წლის პირველი მარტიდან, იკავებდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე, გივი დავითაშვილს აქვს კერძო სექტორში, მათ შორის, საავიაციო ბიზნესში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. გივი დავითაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი“, - ნათქვამია სამოქლაქო ავიაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები