მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს სკანდინავიის ქვეყნებში გაეცნენ

64880928c8bc5
BM.GE
13.06.23 10:13
644
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს სკანდინავიის ქვეყნებში გაეცნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში პრეზენტაციები გამართა.

"კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში ღონისძიებები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით შედგა. პრეზენტაციებზე წარდგენილი იყო საკონვენციო ბიუროს წევრი 15 ორგანიზაცია. ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საქმიანი ტურისტულ პოტენციალს სკანდინავიის ქვეყნების წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები გაეცნენ.

შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატში, სკანდინავიური კომპანიები საქართველოში საქმიანი ტურიზმის ინფრასტრუქტურით დაინტერესდნენ.

დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გამართული პრეზენტაციების მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება სკანდინავიის ქვეყნებში და მსხვილი კონფერენციების, კონგრესებისა და ღონისძიებების მოზიდვა საქართველოში", - წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები