ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვები 5.06 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, ეროვნული ბანკი რეზერვების შესყიდვის პოლიტიკას აგრძელებს. ივნისში სებ-მა Bmtach პლატფორმის მეშვეობით 137 მილიონი დოლარი შეისყიდა, წლის პირველ 6 თვეში კი შესყიდული თანხის მოცულობა 1.06 მილიარდი დოლარია.
Galt & Taggart-ის თანახმად, საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ 2014-2021 წლებში იყო, ხოლო 2006-2007, ასევე 2010-2011 და 2013-2014 წლებში ამ ზღვარს აჭარბებდა.
