მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო გადაზიდვის დრო შემცირდება

6270ce3f861d1
ნინო ტაბატაძე
03.05.22 11:00
1240
რკინიგზის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო გადაზიდვების დრო 4 საათით შემცირდება -, ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკი“ აცხადებს, რომელიც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია.

„ბათუმის პორტიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე ტვირთის მისატანად საშუალო დრო 4 საათით შემცირდება“, - ნათქვამია „აზიის განვითარების ბანკის“ წლიურ ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ბანკმა 2021 წელს ჩადო სტრატეგიული ინვესტიციები, რათა დაეხმაროს რეგიონს ეკონომიკისა და ვაჭრობის გაძლიერებაში.

ამ ინვესტიციის ნაწილია 2021 წელს ADB-ის მიერ 50 მილიონის დაბანდება „საქართველოს რკინიგზის“ 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაციებში.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, 2024 წლისთვის საქართველოს დერეფანში რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ-დან 48 მლნ ტონამდე იზრდება. 

"საქართველოს რკინიგზამ" მოდერნიზაციის პროექტი 2011 წელს დაიწყო და 2019 წელს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ვერ დასრულდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 260 მლნ შვეიცარიული ფრანკია.

გასულ კვირას Bm.ge-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ჰკითხა - როდის დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაზეც გურამ გურამიშვილმა გვიპასუხა, რომ კიდევ 1-1.5 წელიწადია საჭირო.

„სადღაც ერთი წლის სამუშაოები დარჩა. ახალ ტრასაზე ეტაპობრივი გადართვა უკვე დაწყებულია. რამდენიმე კილომეტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და მაქისმუმ 1-1.5 წელიწადში ვიხილავთ მოდერნიზებულ რკინიგზას.

ახალი კონფიგურაციის ტრასით შეგვეძლება ვიმგზავროთ დასავლეთ საქართველოში და პირიქით.

მოდერნიზაციის პროექტის მთავარი არსია საუღელტეხილო უბანზე გამტარუნარიანობის გაზრდა - შემსუბქუდა ქანობი და შესაბამისად, მატარებელთა სიჩქარე გაიზრდება და შემცირდება მგზავრობის დრო“, - განმარტა გურამ გურამიშვილმა.

პროექტის ძირითადი მახასიათებლებია:

სამშენებლო სიგრძე

• ახალი სარკინიგზო მონაკვეთი – 38 კმ.
• არსებული სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია – 23 კმ
მაქსიმალური ქანობი: 17,5 % ნაცვლად არსებული 29 %-ისა
მრუდების საქსიმალური რადიუსი – 400 მეტრი, ნაცვლად არსებული 200 მეტრისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები