მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება

63206d6077d2a
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.22 16:14
448
საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალ-საეღს შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყების პირველი რაუნდი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი.

„საამიროები მაღალ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დროულად გაფორმებას და ამიტომაც, მათ მიიღეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების წელს დაწყებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყანათა შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ახალ ბიძგს მისცემს საინვესტიციო პროექტებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან აღსანიშნია, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ერთობლივი ბიზნეს საბჭო შეიქმნება - შესაბამის მემორანდუმს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და საამიროების სახელმწიფო მინისტრის აჰმედ ალ-საეღს შორის შეხვედრის მსვლელობისას მოეწერა ხელი.

„ჩვენ მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის ერთობლივი საბჭოს დაფუძნების შესახებ, რომელიც წაახალისებს ორი ქვეყნის ვაჭრობას და საინვესტიციო პროექტებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები