მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 13,900 ჩასარიცხი ტერმინალია - რა თანხას რიცხავენ მათში?

649d7086059dd
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.23 09:30
4843
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ უნაღდო ოპერაციების ზრდის მიუხადავად, კვლავ აქტუალურია ფიზიკური ჩასარიცხი ტერმინალების გადახდებიც. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სულ 13,900 თვითმომსახურების ტერმინალი დგას, ამასთან წინა წელთან შედარებით ამ ტერმინალების რაოდენობა 300-ით არის გაზრდილი.

იზრდება ამ აპარატებში ჩარიცხული ფულის მოცულობაც. 2023 წლის მაისში მათში 10.8 მილიონი ოპერაცია შედგა, რომლითაც 1 მილიარდი ლარი ჩარიცხეს. ეს თანხა რეკორდულია, რადგან აქამდე ჩასარიცხი აპარატების ყოველთვიური ბრუნვა 800-900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.

ყველაზე ხშირად ფიზიკურ ჩასარიცხ აპარატებს აზარტულ კომპანიებში თანხის შესატანად, კომუნალური გადახდებისა და საბანკო ვალის მომსახურებისთვის, ასევე სხვა მოსაკრებლების დასაფარად იყენებენ.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ერთი საშუალო ჩასარიცხი აპარატით თვეში 775 ოპერაცია სრულდება და 74 ათასი ლარი ირიცხება. ეს დღეში 26 ჩარიცხვას ნიშნავს, ერთი საშუალო ჩარიცხვის მოცულობა კი 95 ლარს შეადგენს.

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, ერთი საშუალო ჩარიცხვის ღირებულება იზრდება. ერთი წლის წინ ეს 72 ლარი იყო, 2021 წელს კი 55 ლარი.

ჩარიცხული თანხების მატებასთან ერთად სავარაუდოდ, იმატებს ჩასარიცხი აპარატების ოპერატორთა საკომისიო შემოსავალიც, თუმცა ეს სტატისტიკაში წარმოდგენილი არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები