მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 2014-16 წლებში ერთი ადამიანი საშუალოდ 19 ლიტრ ღვინოს მოიხმარდა - AAWE

5e4ed38d131ab
თამთა ჯიჯავაძე
20.02.20 22:40
1290
საქართველოში 2014-16 წლებში ერთი ადამიანი საშუალოდ წლიურად 19 ლიტრ ღვინოს მოიხმარდა. აღნიშნულის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს ღვინის ეკონომისტების ამერიკის ასოციაცია ავრცელებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ დაახლოებით საქართველოსნაირი მონაცემები აქვთ ირლანდიას (18 ლიტრი) და არგენტინას (20).

რაც შეეხება რუსეთს, ღვინის ეკონომისტების ამერიკის ასოციაციის მონაცემებით, 2014-16 წლებში ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი საშუალოდ 7 ლიტრ ღვინოს მოიხმარდა. ხორვატიას და შვეიცარიას კი შედარებით მაღალი მაჩვენებლები აქვთ, კერძოდ ერთ ადამიანზე 44 ლიტრი.

ღვინის ეკონომისტების ამერიკის ასოციაცია (AAWE) ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიტიკურ მასალებს ამზადებს ღვინოსთან დაკავშირებით. მისი წევრები არიან ეკონომისტები მთელი მსოფლიოდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები