მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 511 მძიმე covid-პაციენტია

5f9d13e9ee639
BM.GE
31.10.20 11:35
839
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე covid-19 15 912 მოქალაქეს აქვს.

მისივე თქმით, 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 037, აჭარაში - 699.

„მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 208 პირი - მათ შორის, თბილისში - 91, აჭარაში - 76. 2 245 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 145 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 9 531 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში-1 435“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

31 ოქტომბრის covid-სტატისტიკა

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 38936
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 22691
• მათ შორის გარდაცვლილი - 307
• კარანტინის რეჟიმში - 3001
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4136
• კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2245
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები