მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავოკადოს ჰაბი შეიქმნება

BM.GE
29.05.23 12:14
220
საქართველოში კენიური ავოკადოს პირველ ლოგისტიკურ ცენტრი გორში, სამაცივრე მეურნეობა Tiriphoni Fruits-ის ბაზაზე გაიხსნა, რომელსაც კომპანია, Eximcrop მართავს. Eximcrop-მა კენიური ავოკადოს პირველი პარტია სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ უკვე შეიტანა. ლოგისტიკური ცენტრის მიზანია, საქართველოში მოქმედი სამაცივრე საწყობები 100%-ით დატვირთოს და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი შემოსავალი მიიღოს. კომპანიამ საქართველოში „პუერტეს“ ჯიშის ავოკადო როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე დაგეგმილი რეექსპორტისთვის ჩამოიტანა. პირველი საპილოტე კონტეინერის მოცულობამ 24 ტონა შეადგინა, თუმცა იმპორტი გაგრძელდება.

სტუმარი: ვახტანგ გოგალაძე - Eximcrop-ის თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები