მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 78 ათასით გაიზარდა - ქვეყანაში 1.25 მლნ მანქანა გადაადგილდება

62e824d03eab3
BM.GE
01.08.22 23:05
1014
საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა გასულ წელს 78 000-ით გაიზარდა. შედეგად, 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მოძრავი მანქანების რიცხვმა 1.25 მილიონს მიაღწია. 

შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ავტოპარკი ასე ნაწილდება:

● მსუბუქი ავტომობილები - 1.25 მილიონი, მატება წინა წელთან 78 ათასი ერთეული;
● სატვირთო - 108 ათასი, მატება წინა წელთან 5 ათასი ერთეული;
● სამგზავრო (მიკროავტობუსები, ავტობუსები) - 54,7 ათასი, მატება წინა წელთან 1.2 ათასი ერთეული;
● სპეც დანიშნულების - 59.8 ათასი, მატება წინა წელთან 4.6 ათასი ერთეული.

მფლობელობის მიხედვით 1.31 მილიონი ავტომობილი ფიზიკურ პირებს, 162 ათასი კი იურიდიულ პირებს ეკუთვნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები