მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბინის შეძენა უკვე კრიპტოვალუტითაც არის შესაძლებელი

644fd10c25934
BM.GE
02.05.23 11:00
535
ბოლო პერიოდში საქართველოში კრიპტოსერვისების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად მატულობს იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც თანხის შენახვას კრიპტოვალუტაში ამჯობინებენ, ამის თანმდევად, ცხადია, რომ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ბიზნესის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ამ მზარდ ტენდენციას ფეხი აუწყონ და მომხმარებლებს უფრო მოქნილი სერვისი შესთავაზონ.

როგორც კრიპტოვალუტის ერთ-ერთი პლატფორმის Coinmania-ს თანადამფუძნებელი სულხან ჯაში BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, მათ სერვისზე მოთხოვნა უძრავი ქონების სექტორშიც საკმაოდ მზარდია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადახდის ეს ფორმა საქართველოში ჯერ კიდევ ახალია, მომხმარებლებისთვის ერთი შეხედვით რთული ჩანს, რის გამოც ქართული კომპანიების ნაწილი კრიპტოვალუტის ინტეგრირებას თავს არიდებს.

„2020 წელს ჩვენ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისთვის სპეციალური სამშენებლო სისტემაზე მორგებული ინვოისების სისტემა შევიმუშავეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ინვოისის ოფიციალური დოკუმენტით, რომლის წარდგენაც ნებისმიერ საგადასახადო ორგანოში შესაძლებელია, სამშენებლო კომპანიებს აქვთ საშუალება, თანხა პირდაპირ კრიპტოვალუტაში, ყოველგვარი რისკისა თუ სირთულის გარეშე მიიღონ.

აქედან გამომდინარე, ჩვენს პლატფორმაზე ინვოისის მომზადება ერთ წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი და გადახდის ეს მეთოდი მომხმარებლებთან ურთიერთობას უფრო მოქნილს ხდის“, - განაცხადა სულხან ჯაშმა.

აღსანიშნია, რომ „ელთ ბილდინგისა“ და Coinmania.ge-ს თანამშრომლობით, ბინის შეძენა უკვე კრიპტოვალუტითაც ხდება შესაძლებელი.

„დღეს ბინის კრიპტოვალუტით შეძენას საშუალოდ 3 სამუშაო დღე სჭირდება და მომხმარებლისთვის საკმაოდ დამღლელი პროცესია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მიმართულება ქართულ ბაზარზე შედარებით ახალია და თანდათან ინერგება, გადახდის ფორმად კრიპტოვალუტის დამატება, ერთი შეხედვით, შეიძლება რთული ჩანდეს. კრიპტოგადახდების ბუღალტრული აღრიცხვა ბიუროკრატიასთან ასოცირდება, რის გამოც ქართული კომპანიების ნაწილი კრიპტოვალუტის ინტეგრირებას თავს არიდებს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ასე სულაც არ იყოს. „ელთ ბილდინგისა“ და Coinmania.ge-ს წარმატებული თანამშრომლობა ამის დასტურია. დღეს „ელთ ბილდინგი“ კრიპტოვალუტით ბინის შეძენის ოპერაციას 5 წუთში, მომხმარებლისათვის ზედმეტი სირთულეების შეუქმნელად ასრულებს.“, - განაცხადა სულხან ჯაშმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ Coinmania-მ ბიზნესპარტნიორებს ტექნიკურ მხარდაჭერასთან ერთად საკონსულტაციო მომსახურებაც შესთავაზა, რაც მათ კრიპტოვალუტის თავიანთ სერვისებში ინტეგრირების პროცესს უმარტივებთ.

„ჩვენ კომპანიებისა და ფინანსური მენეჯერებისთვის შევიმუშავეთ ტრენინგკურსი, რომელიც კრიპტოვალუტის საბუღალტრო აღრიცხვის გამართულობასა და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობას ემსახურება.

ასევე, ჩვენ სპეციალურად კომპანია „ელთ ბილდინგისთვის“ შევიმუშავეთ კომპანიის საჭიროებებზე მორგებული პროცესი, რომელიც ერთი მხრივ, ამარტივებს პროცესებს და მეორე მხრივ, თანამშრომლებს სიახლის ათვისებას უმარტივებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადახდის სისტემაში კრიპტოვალუტის დამატებით კომპანიასა და მომხმარებელს შორის მარტივი და მოხერხებული ურთიერთობის საფუძველი შეიქმნას. გვჯერა, რომ ეს მომხმარებლებისთვის მომსახურებას უფრო კომფორტულს გახდის და ქვეყანაში კრიპტოვალუტის ათვისებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს Coinmania-ს თანადამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, „ელთ ბილდინგი“ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კრიპტოსერვისების პროვაიდერი კომპანია Coinmania.ge კი უკვე 6 წელია, 100 000-ზე მეტ მომხმარებელსა და ორგანიზაციას სთავაზობს ინოვაციურ მომსახურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები