21 ნოემბერს 17:00 საათზე კარტერ’ს-ის პირველი ოფიციალური მაღაზია „გალერია თბილისის“ მესამე სართულზე საზეიმოდ გაიხსნება. კომპანიის წარმომადგენლები ამერიკის ელჩთან კელი დეგნანთან ერთად საზეიმო ლენტს გაჭრიან; სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საზეიმო გარემოში გაეცნონ უახლეს კოლექციებს, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებითა და მონაწილეობა მიეღონ წამახალისებელ გათამაშებაში.
გარდა ოფიციალური მაღაზიისა დაგეგმილია უმოკლეს დროში ბრენდის გაშლა ჯპს-ისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში, ხოლო 2023 წლიდან გეგმაშია კარტერ’ს-ის დამოუკიდებელი მაღაზიების რაოდენობის ზრდა ქვეყნის მასშტაბით.

ამერიკული საბავშვო ბრენდი კარტერ’ს-ი 1865 წელს უილიამ კარტერსის მიერ დაარსდა და 156 წლიან ისტორიას აერთიანებს. ბრენდი ცნობილია საბავშვო მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციებით.
კარტერ’ს-ი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით იზრდება და ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედს სწორედ ბრენდის გაყიდვები შეადგენს. კარტერ’ს-ის პროდუქცია იყიდება, როგორც კარტერ’ს-ისა და ოშკოშის მაღაზიებში, ასევე ონლაინ. კარტერ’ს-ის ბრენდის ცნობადობა საქართველოშიც საკმაოდ მაღალია.