მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში FedEx-ის წარმომადგენლობა ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს

635a63318122f
ინგა მურუსიძე
26.10.22 14:40
1961
ხელი მოეწერა საქართველოში FedEx-ის ლიცენზირებულ წარმომადგენლობისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC-ს) შორის ფინანსურ შეთანხმებას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ლოგისტიკური ცენტრი აშენდება, რისი ანალოგიც საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, 10 000 კვ/მ-ზე 18 თვეში აშენდება. საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით და 150-მდე სამუშაო ადგილების შექმნით, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი როგორც ქვეყნის, ისე ზოგადად, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის ლიცენზიანტმა „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“, ფინანსური საკონსულტაციო კომპანია „Wings&Freeman Capital”-ის მხარდაჭერით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 4 მილიონი დოლარის მოცულობის გრძელვადიანი დაფინანსება მოიზიდა. მშენებლობაში „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებმა -მა ასევე საკუთარი საინვესტიციო კაპიტალის მობილიზებაც მოახდინა და პროექტის ჯამური საინვეტიციო მოცულობამ 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„საქართველოში ამ პროექტის ანალოგი არ არსებობს. ლოგისტიკური ცენტრი FedEx -ის გადაზიდვებს მოემსახურება, თუმცა მისი საკვანძო და მნიშვნელოვანი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ პროექტი საქართველოში მოქმედ მცირე თუ დიდ კომპანიებს ლოგისტიკური სერვისის გატანის შესაძლებლობას მისცემს. შესაბამისად, კომპანიებს საკუთარი საწყობების შეძენა და მართვა არ მოუწევთ, რაც მათ დიდი თანხების ეკონომიის საშუალებას მისცემს. კომპანიებთან თანამშრომლობით ჩვენ ვაწარმოებთ მათი პროდუქციის შენახვას, აღწერას, ქსელის ყოველდღიურ მომარაგებას. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში პირველად მოვახდენთ ამ კონცეფციის დანერგვას“, - აცხადებს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო მენთეშაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი ლოგისტიკური ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას, რადგან ახალი საწყობის მომსახურება დაკავშირებული იქნება ელექტრონულ პლატფორმებთან და პროდუქციის მიწოდება მაღაზიების ძალისხმევის გარეშე, ლოგისტიკის ცენტრის მეშვეობით მოხდება.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) დაფინანსების მიღებას წინ დიდი და რთული პროცესი უძღოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებმა“ ოთხიდან სამ კრიტერიუმში უმაღლესი შეფასება მიიღო, - ეს არის საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილი, ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილი - და კომპანიაში ქალების ლიდერობა.

ერთიანი, მაღალი სტანდარტების ლოგისტიკურ ცენტრზე მოთხოვნა საქართველოში დიდია და პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია მის განვითარებაზე დაიწყებს ზრუნვას.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები