მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გერმანული MAN-ის სატვირთო და კომერციულ ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია

63e655184fe65
BM.GE
10.02.23 19:04
719
გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ 2022 წელს მნიშვნელოვანი წარმატებით ხურავს და 2023 წელსაც ამბიციური გეგმებით იწყებს.

კომპანიის დირექტორმა ბექა ბერიძემ გასული წელი „საქმიანი დილას“ ეთერში შეაჯამა. მისი თქმით, 2022-ში 61 ახალი სატვირთო ტექნიკის რეალიზაცია მოხდა, რაც საცალო სეგმენტში მათთვის რეკორდული გაყიდვების მაჩვენებელი იყო.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „2022 საინტერესო და გამოწვევებით სავსე წელი იყო. უკრაინაში მიმდინარე ომმა მნიშვნელოვანი გავლენები მოახდინა სატვირთო ტექნიკის ბაზარზეც. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი სადღაც 40-50%-ით შემცირებულ ნიშნულზე დაიხურა, ჩვენ შევძელით, ჩვენი წილი და გაყიდვების რაოდენობა შეგვენარჩუნებინა. განსაკუთრებით რთული იყო პირველი 6 თვე, მესამე კვარტალიდან უკვე პოზიტიური დინამიკა შეიმჩნეოდა და ჩვენც, შეიძლება ითქვას, იმაზე კარგი შედეგებით მოვახერხეთ წლის დახურვა, ვიდრე ამას ვპროგნოზირებდით. მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, საცალო და კორპორატიულ სეგმენტში რეკორდული გაყიდვები გვქონდა. 2023 წელს 150 ერთეული ახალი ტექნიკისა და 60 ერთეული მეორადი ტექნიკის რეალიზაციას ვგეგმავთ. ჯამში, ვფიქრობთ, 200 ერთეულს გადავაჭარბებთ“.

„საქმიან დილასთან“ ინტერვიუში ბექა ბერიძე ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე, ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლიდან გამომდინარე, გაყიდვების ყველაზე დიდი წილი თვითმცლელის ტიპის ტექნიკაზე მოდის. გასულ წელს კომპანიამ პირველი 15 ერთეული MAN TGX-ის რეალიზაციაც უკვე მოახდინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები