მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში იასამნის ყვავილის დისტილატის წარმოება დაიწყეს

61c5a85408d1a
მარიამ იზორია
25.12.21 00:00
1142
საქართველოში ახალი პროდუქტის - იასამნის ყვავილის დისტილატის წარმოება დაიწყეს.

“მონიკას იასამანი” ასე ჰქვია ქართულ კომპანიას, რომელმაც იასამნის ყვავილის გამოხდა და მისგან 40% ალკოჰოლის შემცველობის სასმლის წარმოება დაიწყო.

როგორც bm.ge-ს იდეის ავტორმა მონიკა სანდოძემ განუცხადა, ეს მსოფლიოში პირველი მის მიერ საავტორო ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტია, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ანალოგი არ აქვს. მისივე თქმით, წარმოება ჯერჯერობით მცირეა, თუმცა სამომავლოდ ის მასშტაბურ სახეს მიიღებს და ახალ პროდუქტებსაც ჩაუშვებს.

“ეს მაღალალკოჰოლური სასმელია, რომელიც იასამნის ყვავილისგან მზადდება, აქამდე იასამნის დისტილატი არავის დაუმზადებია. იდეა წლების წინ გაჩნდა, როდესაც საფრანგეთში პირველად იასამნის ნაყინი დავაგემოვნე, პანდემიის პერიოდში კი ექსპერიმენტის დონეზე პირველი იასამანი გამოვხადე და გაამართლა. გასულ წელს პირველი 90 ბოთლი იასამნის დისტილატი გამოვუშვი და ყველა წარმატებით გავყიდე, წელს უკვე 200-დან 300-მდე ბოთლი ვაწარმოე, მომხმარებლისთვის ეს სასმელი სიახლეა, თუმცა უარყოფითი გამოხმაურება არ მიმიღია. სამომავლოდ გაფართოებისა და ახალი პროდუქტის, მათ შორის ლავანდაზე დამზადებული სასმლის წარმოების გეგმა მაქვს”, - აღნიშნავს მონიკა სანდოძე.

ინფორმაციისთვის, “მონიკას იასამანი” “ჭაჭა თაიმში”, “ჭაჭა ქორნერსა” და “ნინომერისის ღვინის მაღაზიაში” იყიდება. სასმელი ნახევარლიტრიან ბოთლშია მოთავსებული და მისი ფასი სხვადასხვა ობიექტში 50 ლარიდან იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები