მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთისა და ბელარუსის 20,000 მოქალაქე დარეგისტრირდა

63d8bd80a1349
შოთა ტყეშელაშვილი
31.01.23 11:22
1410
BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში, ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთისა და ბელარუსის 19,506 მოქალაქე დარეგისტრირდა.

მონაცემების მიხედვით, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებმა საერთო ჯამში, გასულ წელს 20,757 იურიდიული პირი დააფუძნეს. ამ იურიდიული პირების უდიდესი ნაწილი 94% ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციებს წარმოადგენდა.

შესაბამისად, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებმა საქართველოში გასულ წელს ძირითადად მცირე ბიზნესები დააფუძნეს. მათ შორის 15,186 იურიდიული პირი რუსეთის მოქალაქეების, ხოლო 5,571 იურიდიული პირი ბელარუსის მოქალაქეთა მიერ იყო დაფუძნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები