საქართველოში კოვიდ-შემთხვევების 15-20% ინდური შტამი ცირკულირებს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებლით.
„ევროპაში პირველ ადგილზე ბრიტანეთია, შემდეგ კვიპროსი და მესამეზე ვართ ჩვენ. ასე რომ, სიფრთხილეა საჭირო. ბრიტანული, ინდური და სხვა შტამებისგანაც ყველაზე კარგად იცავს პირბადე. თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, თუ როგორ მოიკლო პირბადის ტარების მაჩვენებელმა, რადგან სავალდებულო აღარ არ არის. შეიძლება სავალდებულო აღარ არის, მაგრამ შენი ახლობლის და შენი სიცოცხლის გაფრთხილება მგონი სავალდებულოა“, - განაცხადა იმნაძემ.
„ნუთუ წელიწადნახევრიანი გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი ხალხისთვის მიმხდარიყვნენ, რომ პირბადე თუ გიკეთია, დაცული ხარ, არ გიკეთია, არ ხარ დაცული“, - დასძინა მან.