მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში LPG-ის იმპორტი გაიზარდა - ექვსი თვის სტატისტიკა

64b637ad13435
BM.GE
18.07.23 10:59
650
2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

2023 წლის იანვარ-ივნისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 54,7 ათასი ტონა, რაც 17,1 ათასი ტონით ანუ 45,5%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (37,6 ათასი ტონა) შედარებით.

2023 წლის 6 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 25,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 15,9 ათასი ტონა (29,1%); თურქეთი - 11,9 ათასი ტონა (21,7%); აზერბაიჯანი - 1,3 ათასი ტონა (2,4%); თურქმენეთი - 0,1 ათასი ტონა (0,2%);

2023 წლის იანვარ-ივნისის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 25,24 ათასი ტონა, რაც 7,64 ათასი ტონით ანუ 43,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,60 ათასი ტონა) შედარებით.

2023 წლის 6 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6% (25,13 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები