მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში მარწყვი მცირე რაოდენობით იწარმოება, პოტენციალი კი დიდია” - "აგროსფეისი"

6450f62306894
ნინი ლონგურაშვილი
03.05.23 10:00
554

მარნეულში, სოფელ აზიზქენდში, გასულ წელს დაახლოებით 2 მლნ ლარამდე ინვესტიციით, მარწყვის სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“ გაშენდა, რომელმაც პირველი მოსავალი შარშან მიიღო. მეურნეობაში, რომელიც ჯამში 3 ჰექტარს აერთიანებს, მარწყვის ბაღი ნახევარ ჰექტარს მოიცავს.

“აგროსფეისის” თანადამფუძნებელი, ნუცა სალუქვაძე “საქმიან დილაში” აცხადებს, რომ მარწყვის მწარმოებლებს სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება, რათა ადგილობრივი მოსავალი კონკურენციაში იმპორტირებულთან შევიდეს.

“საქართველოში მარწყვი ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება, თუმცა ბიზნესს პოტენციალი ძალიან დიდი აქვს. სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო, რათა იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ. ჩვენ სტარტაპი გვქვია, სტარტაპისთვის რთულია ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვა, თუ ვსაუბრობთ ხარისხიან პროდუქტზე, ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენი პროდუქტი ბიო პროდუქტია, ამიტომ ყველა კომპონენტი ფასს ზრდის", - აცხადებს ნუცა სალუქვაძე.



60-70 ტონა მარწყვს ექსპორტზე დუბაისა და ჩეხეთში გავიტანთ - “აგროსფეისი”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები