24 სექტემბერს დილის 08:00-ზე საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიხედვით, მისი ეპიცენტრი მდებარეობდა:
"თბილისიდან – 4კმ. ქალაქი მცხეთა - აღმოსავლეთი - 15კმ. სოფელი ლელუბანი - 2კმ. ეპიცენტრი 27 კილომეტრის სიღრმეზე, მაგნიტუდა 4.7,"- ნათქვამია ინფორმაციაში.