მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მშპ-ის ზრდა იმაზე მაღალია, ვიდრე უნდა იყოს, ეკონომიკის გადახურების ნიშნებია - ცომაია

63663183aa3ec
მარიამ ვარადაშვილი
05.11.22 20:00
672
ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალია, რაც რეალურად უნდა იყოს. როგორც მან “ანალიტიკაში” თქვა, საქართველოში ეკონომიკის გადახურების ნიშნებია, რასაც ქვეყნის შიგნით გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის ცხრა თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 10.2%-ს შეადგენს.

“ეკონომიკის გადახურება ნიშნავს, რომ მოთხოვნის ფაქტორით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ანუ პოტენციურ ზრდის ტემპს ეკონომიკური ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი გასცდა. მოთხოვნის ფაქტორებით გამოწვეულმა ზრდამ შექმნა ე.წ წარმოების გეპი, რამაც ინფლაციური პროცესები გამოიწვია. ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ხსენებული მოთხოვნის ფაქტორებში საგარეო მოთხოვნას აქვს წამყვანი ძალა. ქვეყანაში რუსეთიდან დიდი ოდენობის იმიგრაცია გვაქვს, ასევე არის ტურისტების შემოსვლა, რასაც მსოფლიო ბაზარზე საკვებ პროდუქტებსა და ნედლეულზე ფასების მატება ემატება. ამან ჩვენი ექსპორტის შემოსავლები გაზარდა ნომინალში. ამ პროცესის მოწმე ვართ და სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ეკონომიკა გადახურდა. გადახურება იმის ნიშანია, რომ ეს ზრდა, რომელიც გვაქვს, აღემატება იმას, რაც უნდა იყოს”, - აცხადებს აკაკი ცომაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები