მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ომიკრონის 600 შემთხვევაა დადასტურებული – NCDC

61d9538909bff
BM.GE
08.01.22 13:03
648
8 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კოვიდ–19–ის ახალი შტამის, ომიკრონის, სულ 600 შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში სულ კოვიდ–19–ით ინფიცირების 2622 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1126 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვალებას, ვირუსმა ბოლო 24 საათში 28 ადამიანი იმსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, როგორც ჩანს, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი, გლობალურად გავრცელებულ დელტა ვერსიასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა მას მაინც არ უნდა ეწოდოს "მსუბუქი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები