მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში "წყლის დაფების" პირველი ონლაინ მაღაზია გამოჩნდა

647eefdc0c103
თინათინ ნატმელაძე
09.06.23 09:30
1083
Sup Board Georgia - ასე ჰქვია "წყლის დაფების" პირველ ონლაინ მაღაზიას, რომელიც ბაზარზე სულ რაღაც სამი თვის წინ გამოჩნდა და მომხმარებლების ყურადღება მალევე მიიქცია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზვიად ბარათელი BM.GE-სთან საუბრისას ყვება, აქამდე საქართველოში "წყლის დაფების" მხოლოდ გაქირავების სერვისი არსებობდა, მოთხოვნა კი დიდი იყო, ამიტომ საჭიროების დანახვის შემდეგ, ამ პროდუქტის იმპორტირება გადაწყვიტეს.

"ეს პროდუქტი, რასაც ჩვენ ვყიდით და ჩამოგვაქვს, არის საკმაოდ ახალი საქართველოში, აქამდე მხოლოდ იყო გაქირავების სერვისი ტბებზე, თბილისის ზღვაზე და ასე შემდეგ. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ იმპორტი განვახორციელოთ და დაინტერესებულ პირებს მივყიდოთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროდუქციის პირველი იმპორტიორები ვართ. ამჟამად ვინც გაქირავებაზე მუშაობს, 99% არიან რუსები, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებლებისთვის პირდაპირ მიგვეწოდებინა პროდუქტი. ეს არის სერფინგის დაფის მსგავსი, გასაბერი დაფა, Sup Board ეწოდება, წყლის დაფაც შეგვიძლია ვუწოდოთ, ამით შესაძლებელია, რომ წყნარ წყალზეც ჩვეულებრივად ისეირნოს მომხმარებელმა, ასევე გასარუჯად და იოგისთვისაც იყენებენ", - განაცხადა ზვიად ბარათელმა.

მისივე ცნობით, ამჟამად მთავარი გამოწვევა ცნობადობის ნაწილია და ყველაზე ძვირად ღირებული მოდელის საფასური 1200 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები