საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიმართა
BM.GE
07.11.22 10:42
• 700
საქართველოში, ტურიზმის საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ასევე ტურიზმის განვითარების პერსპექტივებისა და უძრავი ქონების ბაზრის შეფასებაა. ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 10-მდე საინვესტიციო კომპანია და 40-მდე ვლოგერი ეწვია, რომლებიც საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ტურისტულ პოტენციალს ადგილზე ეცნობიან; ასევე ეცნობიან სხვადასხვა მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურიზმის ბიზნესფორუმს ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და აქცენტი საქართველოს რეგიონებზე გაკეთდება.