მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს ოპერირებას

63760fce0de6c
BM.GE
17.11.22 14:36
854
2023 წლის ივნისიდან საქართველოში თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპი საავიაციო ფორუმ ROUTES WORLD 2022-ის ფარგლებში გაიმართა.

"მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. Turkish Airlines-და Lufhansa-ს მიერ დაფუძნებული თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress 3 ივნისიდან იზმირიდან, 5 ივნისიდან ანკარის, ხოლო 15 ივნისიდან კურორტ ანტალიიდან დაიწყებს თბილისის მიმართულებით და პირიქით, ფრენებს. ბილეთები დღეიდან უკვე ჩაეშვა გაყიდვაში და ჩვენს მოქალაქეებს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ თურქეთის დედაქალაქსა და საკურორტო ზონებში მოხვედრა",- აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან, რათა მეტი მათგანი შემოვიყვანოთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე. ამისთვის აქტიურად ვიყენებთ როგორც ორმხრივ მოლაპარაკებებს, ასევე საერთაშორისო საავიაციო ფორუმებს, როგორიცაა ROUTES WORLD და სხვა. იმედი გვაქვს, რომ 2023 წლისთვის მეტ ახალ ავიაკომპანიას შემოვიყვანთ და მნიშვნელოვნად გავზრდით როგორც მიმართულებების, ისე ქვეყნების გეოგრაფიას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით იფრენს. 1 სიხშირით თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის, 2-2 სიხშირით კი თბილისში ანტალიიდან და იზმირიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს.

SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები