ჩვენ ვხედავთ მზარდ მოთხოვნას და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, - ამის შესახებ Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა, ანდრაშ რადომ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან სურთ მოგზაურობა დიდხნიანი ლოქდაუნების შედეგ.
„ვხედავთ, რომ მსგავსი მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება. როგორც კი საზღვრები გაიხსნა და მოსახლეობას შანსი მიეცა, ყველას მოუნდა საზღვარგარეთ გასვლა. ამ ტენდენციას ვხედავდით ზაფხულშიც, როგორც საქართველოდან, ასევე საქართველოს მიმართულებით. ადამიანები ისვენებდნენ საბერძნეთის პლაჟებზე, იტალიაში და ა.შ. მეორე მიზეზი ისაა, რომ ბევრი ადამიანი საზღვარგარეთ მუშაობს და დღეს მათთვის ბევრად მარტივია გადაადგილება. ასევე ძალიან კარგი სიახლეა, რომ აღდგა მცირეხნიანი, შაბათ-კვირის მოგზაურობები. ადამიანებს შეუძლიათ ესტუმრონ ამა თუ იმ ქალაქს დასვენების დღეებში. დამეთანხმეთ, რომ ეს ყველას გვენატრებოდა“, - განაცხადა ანდრაშ რადომ.