მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ერთმანეთის გაუტანლობას“ - გუგა ცანავა

649c2c977d582
თელარა გელანტია
29.06.23 08:46
952
კომპანია „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მეწილის და მმართველის პარტნიორის გუგა ცანავას აზრით, „საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ერთმანეთის გაუტანლობას“.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„რას უნდა დაესვას წერტილი? - საშიში კითხვაა. ამ ქვეყანაში წერტილი ბევრ რამეს უნდა დაესვას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასე ვიტყოდი - ყველაფერი მიდის ადამიანამდე, რადგან სახელმწიფო ადამიანების ერთობლიობაა, ამიტომ წერტილი უნდა დაესვას შუღლს, ბოღმას და ერთმანეთის გაუტანლობას.

ოპონირება, დებატები ჯანსაღია, ეს უნდა იყოს ყველგან თუ გვინდა, ვიცხოვროთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ ზიზღი, შუღლი, შური და ერთმანეთის გაუტანლობა, რომ - „ოღონდ ჩემს მერკანტილურ თუ პოლიტიკურ მიზანს მივაღწიო და სხვები თუნდაც ამოხოცილან“ - ამგვარ მიდგომას უნდა დაესვას წერტილი. თუ ამას წერტილი დაესმევა, ყველაფერი ჯანსაღ კონკრუენციაში გადავა“, - თქვა გუგა ცანავამ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ტრადიციულ კითხვას - „რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის“ - „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მეწილემ სწორი ხედვა, სწორი სტრატეგია და ადაპტაციის უნარი დაასახელა.

„დღეს, მსოფლიოში იმდენად სწრაფად იცვლება გარემო, რომ მოქნილობის ხარისხი უნდა შევინარჩუნოთ და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყანა პატარაა და თან არაა მდიდარი რესურსებით, რომ სხვებს კონკურენცია გაუწიოს. ყველაზე მთავარი რაც გვაქვს, არის ხალხი, ტალანტი და უნარ-ჩვევები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ორ რაღაცაზე - როგორ გამოვიყენოთ ადამიანური რესურსი მაქსიმალურად, რომ გლობალურ რუკაზე ჩვენი ადგილი საქმით დავიმკვიდროთ“, - აღნიშნა გუგა ცანავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები