მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ხელსაყრელი ბიზნესგარემოა და ეს უცხოეთშიც იციან - Glovo-ს დამფუძნებელი

63934d6dcf0dc
გიორგი თოლორდავა
09.12.22 23:34
605
"საქმიანი დილის" ეთერში საუბრისას კომპანია Glovo-ს თანადამფუძნებელმა, საშა მიშომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა და ამის შესახებ კომპანიებმა და ინვესტორებმა ახლა უკვე უცხოეთშიც კარგად იციან.

ქართული ბიზნესგარემოს ხელსაყრელობის მაგალითად საშა მიშომ კომპანია Glovo მოიყვანა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და მას შემდეგ სტაბილურად განაგრძობს ზრდას.

"საქართველოს ყოველთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემო ჰქონდა და თქვენ მოახერხეთ, რომ ეს მთელიო მსოფლიოსათვის გემცნოთ, ახლა უკვე ყველგან იციან, რომ საქართველოში ბიზნესისთვის კარგი, მეგობრული გარემოა, სადაც მარტივია საქმიანობა. გარდა ამისა, ქვეყანაში არაერთი კარგი ინიციატივაა მეწარმეებისთვის, მათ შორისაა GITA-ს საგრანტო პროგრამაც.

Glovo იმ უცხოური კომპანიის თვალსაჩინო მაგალითია, რომელმაც აქ მოსვლა და საქმიანობა გადაწყვიტა. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ მხოლოდ ინტერნეტ-Cloud სივრცეში არ ვოპერირებთ, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ რეალურ გარემოში გვიწევს საქმიანობა. როგორც იცით, Glovo-ს საქართველოში ოფისი, სერვის ცენტრი და 60 თანამშრომელი ჰყავს, გარდა ამისა, ქვეყანაში 5,000-მდე პარტნიორი და აქტიური კურიერი გყავს, ასე რომ ჩვენ რეალური ეკოსისტემის ნაწილი ვართ. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მხრიდან საქართველოში საქმიანობას და ინვესტირებას ნამდვილად პოზიტიური შედეგები მოჰყვა", - განაცხადა Glovo-ს თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები