მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყავის იმპორტი გაიზარდა - TOP-5 საიმპორტო ქვეყანა

631af744d841e
ვიქტორია მღებრიშვილი
10.09.22 00:00
1150
საქართველოში ყავის იმპორტი გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ქვეყნიდან 4 422 ტონა ყავის შესაძენად 15.5 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყავის იმპორტის ღირებულება 66.4%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 31%-ით.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათი წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, მიმდინარე წელს ყავის იმპორტის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოხალული ან მოუხალავი ყავა როგორც აზიიდან ასევე ევროპიდან შემოგვაქვს. TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. ინდონეზია - 5.9 მლნ დოლარი, 2 388 ტონა;
2. რუსეთ - 1.7 მლნ დოლარი, 349 ტონა;
3. იტალია - 1.6 მლნ დოლარი, 148 ტონა;
4. გერმანია - 1.5 მლნ დოლარი, 227 ტონა;
5. ვიეტნამი - 1.4 მლნ დოლარი, 595 ტონა;

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყანაში ყავა თურქეთიდან, სომხეთიდან, შვეიცარიიდან, საბერძნეთიდან, უგანდადან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდანაც კი შემოვიდა.

რაც შეეხება ყავის ექსპორტის მაჩვენებლებს, ქვეყნიდან მიმდინარე წლის 7 თვეში სულ 815 ათასი დოლარის ღირებულების 201 ტონა ყავა გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებით 236%-ით მეტია, ხოლო მოცულობით ზრდა 132.5%-ია.

საქსტატის მიხედვით, ექსპორტის თითქმის ნახევარი 95 ტონა (461 ათასი დოლარი) ყავა ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, ხოლო 106 ტონა (353 ათასი ტონა) რეექსპორტია. ამგვარად მოხალული ან მოუხალავი ყავა ქვეყნიდან რუსეთში, სომხეთში, ირანში, აშშ-ში, საბერძნეთში, აზერბაიჯანში და უმნიშვნელო მოცულობებით საუდის არაბეთსა და კანადაში გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები