მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წავიდეს - ოლივერ ვარჰეი

6419ea42137d5
ალა ისპირიანი
21.03.23 21:30
563
"საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წავიდეს", - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა. 

“საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ჩვენი საუბრის მთავარი თემა 2022 წლის ივნისის მოსაზრებაში ჩამოყალიბებული 12 პრიორიტეტის შესრულების გზები იყო. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს.

საქართველოს სასარგებლოდ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) იმპლემენტაცია უნდა დავაჩქაროთ”, - წერს ვარჰეი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები