შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ავტოპარკის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. შსს-ს ანგარიშის მიხედვით, ავტომობილების 95% 2012 წლამდეა წარმოებული. 4 წელზე უფრო ახალი ავტომობილები კი მთლიანი ავტოპარკის 1.9%-ზე ნაკლებია.
სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების მოდელების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ავტომობილი ოპელ ასტრაა. ქვეყანაში 56 ათასი ოპელ ასტრა მოძრაობს.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული მსუბუქი ავტომობილების რეიტინგი:
1) Opel Astra - 56,302 ავტომობილი;
2) Mercedes Benz E Class - 51,532 ავტომობილი;
3) Mercedes Benz C Class - 43,641 ავტომობილი;

4) Opel Vecrta - 39,923 ავტომობილი;

5) Toyota Prius - 28,639 ავტომობილი;

6) Volkswagen Golf - 24,997 ავტომობილი;
7) BMW 3 Series - 24,510 ავტომობილი;

8) BMW 5 Series - 24,003 ავტომობილი;

9) Mitsubishi Pajero/IO/Montero - 21,334 ავტომობილი;

10) Honda Fit/Jazz - 19,791 ავტომობილი.
2018 წელს ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპით Toyota Prius-ის მოდელის ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, მათი იმპორტი 13,236 ერთეულს შეადგენდა.