შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ავტოპარკის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. შსს-ს ანგარიშის მიხედვით, ავტომობილების 95% 2013 წლამდეა წარმოებული. 4 წელზე უფრო ახალი ავტომობილები კი მთლიანი ავტოპარკის 2%-ზე ნაკლებია.
სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების მოდელების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ავტომობილი Ford Transit-ია, ქვეყანაში სულ 76 ათასი ფორდ ტრანზიტი არის რეგისტრირებული, თუმცა ის არა მსუბუქი, არამედ M2-ის კატეგორიის ავტომობილია. მსუბუქი ავტომობილების კლასში კი პირველ ადგილზე ოპელ ასტრაა, რომლის რაოდენობაც 55 ათასს აღემატება.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული მსუბუქი ავტომობილების რეიტინგი:
1) Opel Astra - 55,604 ავტომობილი;
2) VAZ - 2106 - 52,889 ავტომობილი (უცნობია ამ ავტომობილებიდან რამდენია კვლავ ექსპლოატაციაში)

3) Mercedes Benz E Class - 44,517 ავტომობილი;
4) Mercedes Benz C Class - 43,611 ავტომობილი;

5) Opel Vecrta - 38,850 ავტომობილი;

6) Toyota Prius - 33,683 ავტომობილი;

7) Volkswagen Golf - 24,552 ავტომობილი;
8) BMW 3 Series - 24,532 ავტომობილი;

9) BMW 5 Series - 23,973 ავტომობილი;

2019 წელს ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპით Toyota Prius-ის მოდელის ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, მათი იმპორტი მთლიანი ავტოიმპორტის 12%-ს შეადგენდა.