შსს-ს სტატისტიკაში წარმოდგენილია ქვეყანაში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი. მისი მიხედვით, ამ სტატისტიკაში #1 ადილი კვლავ Toyota Prius-ს უკავია, რომელსაც მთლიან იმპორტში 9.7%-იანი წილი უჭირავს.
2020 წელს ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი:
1. TOYOTA PRIUS - 7073 ავტომობილი, იმპორტის კლება წინა წელთან -11%
2. TOYOTA CAMRY - 5104 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 43%

3. FORD TRANSIT - 3646 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 62%

4. HYUNDAI ELANTRA - 3135 ავტომობილი, იმპორტის კლება წინა წელთან -2%

5. HONDA FIT - 2479 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 33%

6. FORD FUSION - 1969 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 87%

7. TOYOTA PRIUS C - 1896 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 224%

8. CHEVROLET CRUZE - 1750 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 29%

9. TOYOTA RAV4 - 1604 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 52%

10. VOLKSWAGEN JETTA - 1385 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 85%

ტოპ ათეულზე მთლიანი ავტოიმპორტის 30% მოდის, დანარჩენი 70% კი სხვა მოდელების ავტომობილებზე ნაწილდება.
სტატისტიკის მიხედვით საქართვლოსთვის ავტომობილების იმპორტის მთავარი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც 2020 წელს 48,000 ავტომობილი შემოვიდა.
სტატისტიკის მიხედვით, 1 წლამდე ავტომობილებზე იმპორტის 21% მოდის.