მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე მსხვილმა ინვესტორმა "აქუალიამ" მედიასთან პირველი შეხვედრა გამართა

64b9387e0914c
BM.GE
20.07.23 17:33
2725
დღეს, 20 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახალმა მმართველმა კომპანია აქუალიამ, პირველი შეხვედრა გამართა. Aqualia ჯივიპის ისტორიაში პირველი დარგობრივი ინვესტორია, რომელიც წყალმომარაგების მიმართულებით ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში - მეცხრეა. Aqualia ესპანეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით მილიონ მომხმარებელს უწევს წყალმომარაგებისა და წყალანირების მომსახურებას. 2022 წელს Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის სერვისის მმართველ კომპანიად დასახელდა.

GGU ჯგუფის და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა და კომპანიის განვითარების დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ ევროპული გამოცდილების მქონე ინვესტორის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე, ჯივიპიში მიმდინარე ცვლილებებისა და სამომავლო ხედვის შესახებ ისაუბრეს.

“უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენ მომხმარებელს - ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც Aqualia-ს სამომავლო გეგმა და თითოეული ნაბიჯი ემსახურება! ჩვენ ამჟამად 18 სხვადასხვა ქვეყანაში 43 მილიონზე მეტ ადამიანს ვემსახურებით, მათ შორის - საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და ახლა უკვე საქართველოში.

თბილისში, ბაზარზე შემოსვლისთანავე დავიწყეთ არსებული წყალმომარაგების სისტემისა და მისი პრობლემების დეტალური შესწავლა, დიაგნოსტირება და აუდიტი. ჩვენ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება, როგორ მოვაგვაროთ ამ სფეროში არსებული პრობლემები. განვავითაროთ სისტემა, დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, გადავამზადოთ კადრები, შევქმნათ ხარისხის მონიტორინგის სისტემა და გავმართოთ კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ აქტიური ფაზის დაწყებამდე არსებული ინფორმაცია, არ იყო საკმარისი, შესაბამისად მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ სისტემის დეტალურ ანალიზს. ამჯერად ჩვენი კომპეტენცია, გამოცდილება და ყველა საჭირო რესურსი ჯივიპის და მისი სერვისის განვითარებისკენ იქნება მიმართული”, - ამბობს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

ახალი ინვესტორის მიერ სისტემის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის დასრულებისთანავე, კომპანია წარმოადგენს დასკვნას, რომლის საფუძველზე მზადდება თბილისისა და რუსთავის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ოპერატიული და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა.

“Aqualia ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შეიძინა. კომპანიაში ახალი ინვესტორის შემოსვლისთანავე დაიწყო სისტემის მდგომარეობის სიღრმისეული შესწავლა და აუდიტი. წლების განმავლობაში სისტემის ასეთი დეტალური შესწავლა არ მომხდარა. თითოეული ქუჩის დონეზე მიმდინარეობს პრობლემების იდენტიფიცირება. მოგეხსენებათ, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმართავთ სისტემას, რომლის ნებისმიერი პრობლემა მყისიერად ისახება უამრავ ადამიანზე. სწორედ ამიტომ, მრავალწლიანი გამოცდილებისმქონე დარგობრივი ინვესტორის როლი თბილისის წყალმომარაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - ზურაბ ალფაიძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განვითარების დირექტორი.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები