მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასთან, რომელიც ივანიშვილის მიერაა ინიცირებული"

5dc5390153092
თელარა გელანტია
08.11.19 13:42
1021
"შევეცდებით, რომ ის ძალაუფლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ხალხმა ანდო, პირადი მიზნებისთვის არ იქნას გამოყენებული“, - ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ვფიქრობ, ჩვენ საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასთან, რომელიც ინიცირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ და მისი ოროსანი გენერალური პროკურორის მიერ. ეს საქართველოს აზიანებს არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ ინსტიტუტებს ანგრევს. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ქვეყანა. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს გარდა პირადი შურისძიებისა, არაფერი ამოძრავებთ, ამიტომ ჩვენ საქმე გვაქვს, არა სამართლის ძებნასთან, არამედ პროკურატურის დამახინჯებულ მიდგომასთან, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და რომელიც გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ახალგაზრდა პროკურორებს ბიძინა ივანიშვილი „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს.

შეგახსენებთ: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები