მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სარაჯიშვილი" აქციონერთა რიგგარეშე კრებას იწვევს

5d85f0e01c31e
თელარა გელანტია
21.09.19 14:10
2921

სს „სარაჯიშვილი“ აქციონერთა რიგგარეშე კრებას იწვევს.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აქციონერთა რიგგარეშე კრება 9 ოქტომბერს, 14:00 საათზე გამართება.

სს სარაჯიშვილის სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმაციით, რიგგარეშე კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. 2018 წლის სამეურნეო - საფინანსო შედეგების განხილვა - დამტკიცება (მომხსენებლი ზურაბ ბუბუტეიშვილი) .
2. 2018 წლის წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება (მომხსენებელი გიორგი ნატროშვილი) .
3. სს „სარაჯიშვილის“ წესდებაში ცვლილების შეტანა (მომხსენებელი თენგიზ ჯაფარიძე) .
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა (მომხსენებელი გელა შენგელია) .
5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება (მომხსენებელი თენგიზ ჯაფარიძე).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები