მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარეკლამო ბაზარზე სახარბიელო მდგომარეობა არაა - UV Print

626020b339e0b
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.22 09:45
692
სარეკლამო კომპანიების Add Media-ს და UV Print-ის დამფუძნებლის შეფასებით, დღეისთვის სარეკლამო ბაზარზე აქტივობა 30-40%-ით არის შემცირებული, რაც პანდემიის გაურკვეველი მდგომარეობითა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით არის განპირობებული.

BM.GE-სთან საუბრისას სარეკლამო კომპანიების ხელმძღვანელი ამბობს, რომ შემცირებული აქტივობის პარალელურად საერთაშორისო ბაზარზე, რეკლამის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის გაძვირების გამო, მომსახურების ფასებიც შეცვლილია.

„სარეკლამო ბაზარზე სახარბიელო მდგომარეობა არაა. პანდემიამდელ მაჩვენებლებს ნელ-ნელა ვუბრუნდებით, თუმცა ძალიან მცირე ნაბიჯებით. რეკლამა ორ საკითხზეა მიბმული - ახალი ინვესტორების შემოსვლასა ან არსებული კომპანიების მიერ ახალი პროექტების განხორციელებაზე. დღეს არცერთი მიმართულება აქტიური არ არის. შესაბამისად, სარეკლამო ბაზარზე აქტივობა 30-40%-ით გვაქვს შემცირებული.

ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოებაში ძალიან დიდი მოცულობით ნავთობპროდუქტს ვიყენებთ, პოლივინილქლორიდის ფასი საერთაშორისო ბაზარზე, დაახლოებით, 40%-ით გაიზარდა, რაც მომსახურების ფასზე აისახება", - განმარტა სერგო გალუსტიანმა.

სარეკლამო კომპანიების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პანდემიური მდგომარეობა დასტაბილურდება და სარეკლამო ბაზარზე მეტი აქტივობა გაჩნდება, მაშინ კომპანია სარეკლამო პროდუქტებს გაზრდის და გაამრავალფეროვნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები