მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარემონტო მასალების 82% იმპორტზე მოდის - სად ყიდულობს საქართველო პროდუქციას?

63b803d891aa7
ნინო ტაბატაძე
06.01.23 15:36
1169
„გალტ ენდ თაგარტი“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5-10%-იან ზრდას ელის.

საინვესტიციო ბანკის კვლევით, 2017-21 წლებში ბაზარი 5.2%-ით გაიზარდა და სექტორის ზომამ $3.4 მილიარდი შეადგინა. თუმცა ჯამური მაჩვენებლის 63.9% იმპორტზე მოდის.

კვლევა აჩვენებს, რომ სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება მაღალია, თუმცა სარემონტო მასალები, ტექნიკა და ავეჯი იმპორტზეა დამოკიდებული.

კერძოდ, საქართველო სამშენებლო მასალების 67.6%-ს ადგილზე აწარმოებს, თუმცა საპირისპირო ტენდენციაა სარემონტო მასალებში. ბაზრის ამ სეგმენტში იმპორტი ლიდერობს - 82.1%-იანი წილით. ანუ ადგილობრივად სარემონტო მასალების მხოლოდ 17.9% იწარმოება. უმნიშვნელოა (4.8%) საოჯახო ტექნიკის სეგმენტში ადგილობრივი წარმოების წილი. 95.2% იმპორტია; ავეჯი და განათების სეგმენტში კი, იმპორტს 73% უჭირავს, ხოლო 27% მოდის ადგილობრივ წარმოებაზე.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარი



სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტმა 2021 წელს $1.8 მლრდ შეადგინა.

ძირითადი საიმპორტო ქვეყნები, წილი ჯამურ იმპორტში:

• თურქეთი 38.6%
• ჩინეთი 15.4%
• რუსეთი 8.6%
• უკრაინა 5.7%
• აზერბაიჯანი 4.7%
• სხვა 28.0%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები