ხელვაჩაურში, ზედა სარფი-კალენდერეს მიმართულებით 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყო საყრდენი კედლები,სანიაღვრე არხები, მილები, ზღუდარები და არმირებული ცემენტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარია.
ახალი გზა სოფლებს, ტურისტულ ობიექტებს, საოჯახო და მაღალი კლასის სასტუმროებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.