მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ კარფურის წინააღმდეგ სარჩელები წარმოებაში მიიღო

BM.GE
06.05.21 18:46
655
საქალაქო სასამართლომ კარფურის წინააღმდეგ ქართველი მწარმოებლების რამდენიმე სარჩელი წარმოებაში მიიღო. დავის საგანი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტურია. ქართული კომპანიები საერთაშორისო ბრენდს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდური თანხების ჩამოჭრას ედავებიან. კომპანიების დიდმა ნაწილმა უკვე შეაჩერა კარფურისთვის პროდუქციის მიწოდება. მას შემდეგ, რაც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ კარფურის წინააღმდეგ დავის დაწყების შესახებ დაანონსა, საქმის კურსს რამდენიმე კომპანია თავად დაუკავშირდა. როგორც ირკვევა კარფური თანაბრად ეპყრობა თითქმის ყველა მიმწოდებელ კომპანიას. რა ეტაპზეა საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ დაწყებული დავა, რა ახალი ფაქტები იკვეთება და აქვს თუ არა პასუხი კარფურს ქართული მწარმოებლების ბრალდებებზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები