მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასაზღვრო პუნქტებში მგზავრთა ნაკადის ზრდის შესაბამისად თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა - გომელაური

63f4c1fdb2e55
BM.GE
21.02.23 17:15
562
2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა ნაკადების ზრდის შესაბამისად თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა.

„2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა. აქვე აღვნიშნავ, რომ 2022 წელს, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა ნაკადების ზრდის შესაბამისად, გაძლიერდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მიმართულება და გაიზარდა დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა. სასაზღვრო გამტარი პუნქტები დამატებით აღიჭურვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით, მესაზღვრე-კონტროლიორების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურა განახლდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთიდან 1,459,546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთიდან გასული წლის სექტემბერში შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები