შემოსავლების სამსახური საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადებზე განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადახდა მიმდინარე წლის 31 მარტამდე, საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადახდა კი ამავე პერიოდის პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება იგი, მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი)“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა;
ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის;
საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას;
საგადასახადო ვალდებულებები ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას;
მცირე ბიზნესის მიერ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია იმ შემოსავალზე, რომელზეც არ ვრცელდება სპეციალური (მცირე ბიზნესის) დაბეგვრის რეჟიმი;
ვიდეო ინსტრუქციების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ
გზამკვლევები იხილეთ აქ
ხშირად დასმული კითხვები:
ფიზიკური პირებისთვის
იურიდიული პირებისთვის