ცნობილი ბრიტანული ბრენდი Next-ი შემოსავლების ზრდაზე აცხადებს, რომელიც კომპანიას საშობაო გაყიდვების შემდეგ უფიქსირდება. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
კომპანიის გაყიდვები 27 ოქტომბრიდან 28 დეკემბრამდე 5.2%-ით გაიზარდა, რაც 1.1%-ით აღემატება მათ მიერ ნავარაუდევ რიცხვებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის წლიური მოგება 2 მილიონი ფუნტი სტრელინგით გაიზარდა და 727 მილიონი ფუნტი შადგინა, რაც 0.6%-ით მეტია გასული წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბრენდი Next მიმდინარე წელსაც გაყიდვების 3.9%-იან ზრდას ელოდება.
კომპანია გაზრდილ და „შთამბეჭდავ“ შედეგებს შობის დღესასწაულს და ონლაინ გაყიდვების ზრდას უკავშირებს. Next-ში აცხადებენ, რომ სამი თვის განმავლობაში ონლაინ გაყდვები 15.3%-ით გაეზარდათ.