მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „კოსტეში“ ახალი კონცეფციის სარესტორნო სივრცე იხსნება

634e40997e618
მარიამ დემეტრაშვილი
17.10.22 10:00
1271
განახლებული სასტუმრო „კოსტე“ სტუმრებს ნოემბერში უმასპინძლებს. რენოვაციის შემდეგ, „კოსტეს“ სტუმრები ახალი კონცეფციის, უფრო დიდი სარესტორნო სივრცით ისარგებლებენ. მენიუში ტრადიციულ კერძებთან ერთად, ჯანსაღი კვების მიმართულებაც იქნება წარმოდგენილი.

„მოგეხსენებათ, რომ ეს ძველი სასტუმრო იყო და თავდაპირველად რეკონსტრუქცია საკმაოდ სწრაფად განვახორციელეთ. ახლა კი ისე გადავაკეთეთ, რომ სტუმრისთვის ყველაფერი ძალიან კომფორტული იყოს. შეიცვალა რესტორნის დიზაინი და კონცეფციაც. წარმოდგენილი იქნება ახალი მენიუ და ახალი მიმართულება - უფრო ჯანსაღი კვების კუთხით. ჩვენს სტუმრებს სწორად დავუგეგმავთ, დავუბალანსებთ საკვებს ისე, რომ ყველაფერი საუკეთესო მიიღონ.

პანდემიის პერიოდში მეტი დრო მოგვეცა საკუთარ თავზე ფიქრისთვის. მეც მეტად ჩავერთე სპორტში, კვების საკითხებში და ა.შ. ამიტომ მომინდა, რომ ჩვენს სასტუმროშიც ყველაფერი ძალიან სწორად იყოს მიწოდებული სტუმრამდე“, - განაცხადა სასტუმრო „კოსტეს“ დამფუძნებელმა, თამარა ბაღდავაძემ გადაცემაში „ქალების ნარატივი.

მისი ინფორმაციით, სასტუმროს განახლებაზე 1.5 მლნ ლარი დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები