მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "რუმსში" წყალბადის ენერგეტიკაში საერთაშორისო ფორუმი ტარდება

637b8cbdacf7a
BM.GE
22.11.22 09:40
370
დღეს, 22 ნოემბერს, სასტუმრო "რუმსში", საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA), ევროკავშირის პროგრამის EU4Energy ფარგლებში და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, წყალბადის ენერგეტიკაში საერთაშორისო ფორუმი ტარდება. ამის შესახებ ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) იტყობინება.

"წყალბადი, როგორც სუფთა ენერგიის შენახვის, ტრანსპორტირების და მოხმარების საშუალება, 21-ე საუკუნის ენერგეტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პერსპექტიულ მიმართულებად განიხილება. მწვანე წყალბადმა უზრუნველყოს განახლებადი წიაღისეული სათბობის ჩანაცვლება და კლიმატური ცვლილებების შერბილება.

საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, აქტიურად ერთვება სუფთა წყალბადის განვითარების ევროპულ პროცესებში. ამავე დროს თავისი განახლებადი ენერგიის პოტენციალით და გეოგრაფიული მდებარეობით მან შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სარგებელი მიიღოს როგორც საკუთარი რესურსების განვითარებით, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტის ხელშეწყობით.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სააგენტოს 2022 წლის გლობალური წყალბადის ანგარიში. მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ისაუბრებენ წყალბადის პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე. IEA, წყალბადის საერთაშორისო პარტნიორობის და ინიციატივების წარმომადგენლები განიხილავენ საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და წყალბადის საერთაშორისო ბაზრების პერსპექტივებს. ფორუმში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვის წარმომადგენლები, ვინც წარმოაჩენს თავიანთი ქვეყნების ხედვას და ინტერესებს წყალბადის პოლიტიკაში", - აღნიშნულია WEG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები