მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „Ramada ქუთაისის“ მშენებლობა დროებით შეჩერდა

5f75e09997d29
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.20 23:40
1998
ქუთაისში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „Ramada ქუთაისის“ მშენებლობა, პანდემიის გამო, დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის კომპანია „საქართველოს უძრავ ქონება“-ში დაუდასტურეს.

დეველოპერულმა კომპანიამ „Ramada ქუთაისის“ პროექტი 2018 წლის ნოემბერში წარადგინა. „საქართველოს უძრავ ქონებაში“ განმარტავენ, რომ სასტუმროს მშენებლობა 2020 წლის მეოთხე კვარტალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მდგომარეობიდან გამომდინარე წელს სასტუმრო არ გაიხსნება.

„Covid-პანდემიის გავლენით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიამ „საქართველოს უძრავი ქონება“ სასტუმრო „Ramada ქუთაისის“ მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებენ კომპანიაში.

კითხვას - როდის განახლდება სამშენებლო სამუშაოები და დასრულდება სასტუმროს მშენებლობა, კომპანიაში პასუხობენ:

„სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას Covid-მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღებთ“.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მშენებარე ობიექტზე დასრულებულია მონოლითური სამუშაოები.

ქუთაისის ახალი სასტუმროს პროექტი, რომელიც ქალაქის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება განსაკუთრებული ინტერიერითა და ხედებით 125 ნომერს მოიცავს. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება კი 30 მლნ ლარია.

ცნობისთვის, Ramada უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის „Wyndham Hotel Group“-ის ბრენდია, რომელიც, სასტუმროთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქსელია. მასში 21 ბრენდია გაერთიანებული და 80 ქვეყანაში 9 100 სასტუმროს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები