მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროებში საშუალო დანახარჯი 342 ლარამდე გაიზარდა - თიბისის ივნისის სტატისტიკა

64ae518bd76b4
მარიამ ვარადაშვილი
13.07.23 10:00
591
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა და 20%-ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ჯამური დანახარჯების მოცულობის ზრდის ტემპი გაიზარდა და 17% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში სურსათზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, სტაბილურად შენარჩუნდა და კვლავ 23% შეადგინა 2022 წელთან შედარებით. ორგანიზაციის ცნობითვე, სურსათზე ტრანზაქციის საშუალო დანახარჯი 15 ლარს უტოლდება.

ამასთან, ივნისში, [თიბისი ბანკის არხებით] სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლიურად 24% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი საგრძნობლად გაიზარდა და 342 ლარს გაუტოლდა.

ამასთან, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი კვლავ მაღალ ნიშნულზეა და 62% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.

ამას გარდა, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი რესტორნებსა და კაფეებში მზარდია და 2022 წელთან შედარებით 27% შეადგინა. ასევე გაიზარდა საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე, რომელიც 28 ლარს უტოლდება.

უნაღდო დანახარჯები გართობაზე, გაუმჯობესდა და წლიურმა ზრდის ტემპმა 68% შეადგინა. რაც შეეხება ტანსაცმლისა და აქსესუარების უნაღდო დანახარჯებს, აქ მცირედი ზრდაა და ზრდის ტემპი 8%-ს შეადგინა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობა სტაბილურად შენარჩუნდა და კვლავ 97 ლარს შეადგენს.

ამას გარდა, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდა, 2023 წლის ივნისში, გაუმჯობესდა და წლიური ზრდის ტემპი 15%-ს გაუტოლდა. ივნისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი სტაბილურია და 2% შეადგინა 2022 წელთან შედარებით. ასევე გაზრდილია თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული ხარჯები.

ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შენელდა და ზრდამ 2022 წლის დონესთან შედარებით 10% შეადგინა.

უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ავეჯსა და მოწყობილობებზე, მცირედით შემცირდა და წლიურად 14%-ს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა მცირედით შემცირდა და 2022 წელთან შედარებით 20%-ს გაუტოლდა. საშუალო დანახარჯი კი მცირედით გაიზარდა და 68 ლარს უტოლდება.

ივნისში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ფარმაციაზე მცირედით შემცირდა და წლიურად 12%-ს გაუტოლდა. უნაღდო დანახარჯების ზრდა პირად ჰიგიენაზე გაიზარდა და 11% შეადგინა 2022 წელთან შედარებით.

უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ექიმთან ვიზიტებზე შემცირდა და წლიურმა ზრდამ 18% შეადგინა. სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი გაიზარდა და 14%-ს გაუტოლდა 2022 წელთან შედარებით.

2023 წლის ივნისში გაიზარდა თიბისი ბანკის არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში მომსახურების წილი, რომელმაც 35%-ს მიაღწია.

TBC Capital-ის ინფორმაციით, ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდ წილს სურსათი შეადგენს, რომლის წილიც 28%-ს გაუტოლდა. ასევე, გაიზარდა სასტუმროების წილი ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, რომელმაც 2023 წლის ივნისში 4% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები