“სასწაულებრივი” მედიკამენტი ადამიანებს წონის კლებაში დაეხმარება - CNBC
BM.GE
05.04.23 11:56
• 371
CNBC-ის ინფორმაციით, ბაზარზე ახალი მედიკამენტები გამოჩნდა, რომლებიც ჭარბწონიანებს წონის კლებაში ეხმარება, თანაც იმაზე ეფექტურად, ვიდრე აქამდე არსებული სხვა პრეპარატები. საერთაშორისო მედიების ინფორმაციით, ეს პრეპარატები უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ნებადართულია. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი wegovy-ია, რომელსაც აქტიურად იყენებენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მედიკამენტი ყველა სხვა წონის კლების საშუალებას ჩაანაცვლებს.